17 აპრ 2018
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საქართველოს პარლამენტში ხვალ 21 საათზეა ჩანიშნული. დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, იმსჯელებენ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს.
დღეს კი სხდომის მიმდინარეობისას ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.