ბათუმის მერი მუსლიმთა სამმართველოსთან შეხვედრის დეტალებს არ ასაჯაროვებს

17 აპრ 2018

ბათუმის მერი ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ქართველ მუსლიმთა კავშირთან მიმდინარე კონსულტაციების შესახებ დეტალებს არ ახმაურებს, ამბობს, რომ წინასწარი მოლოდინებისა და კრიტიკისგან თავის ასარიდებლად ინფორმაცია შეთანხმების მიღწევამდე არ გახმოვანდება.

ბათუმის მერსა და ორგანიზაციის წევრებს შორის შეხვედრა 3 აპრილს გაიმართა.