წყლის მილები წყლის გარეშე

17 აპრ 2018

100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, პრობლემა კი მოუგვარებელია - ეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ბეღლეთია, სადაც მოქალაქეები კვლავ გაუმართავი სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის პრობლემას უჩივიან.

ადგილობრივებმა წელს მიწა დაუმუშავებელი დატოვეს, ამბობენ რომ მოურწყველ ტერიტორიებზე მოსავალიც შემცირდა. რატომ ჩაიბარა შესრულებული სამუშაო შესაბამისმა უწყებამ და როდის ექნებათ ბეღლეთში საკმარისი რაოდენობის წყალი?