18 აპრ 2018
საპარალამენტო უმრავლესობის დაანონსებული სხდომა შესაძლოა დღეს ქუთაისში არ გაიმართოს. შეკრებას მმართველი გუნდი სავარაუდოდ კვირის ბოლოს თბილისში გეგმავს. მიზეზად ტექნიკური საკითხების დაზუსტებას ასახელებენ.
ე.წ ძველი ფრთის წარმომადგენლებისათვის სანქციებისა და ქცევის კოდექსის გაწერა მიუღებელია. ე.წ. ახალი ფრთის წევრები კი ირწმუნებიან, რომ ქართულ ოცნებაში დაპირისპირება არ არის.