''ელესა'' საგალობლების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

18 აპრ 2018

ქედის ვაჟთა ფოლკროლური ანსამბლი „ელესა“ საგალობლების ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც უკრაინაში ქალაქ ტერნოპოლში 20-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

ანსამბლის წევრები ამბობენ, რომ კიდევ ერთი საშუალება მიეცემათ ქართული ტრადიციული სიმღერები უცხოელ მსმენელებს გააცნონ. ფესტივალში ანსამბლის მონაწილეობას ფინანსურად ქედის მერია უზრუნველყოფს.