პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის დასრულება შეაფასა

18 აპრ 2018

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის წარმატებით დასრულებასაც გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიზიტის შედეგად ფონდი მთლიანად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან თანამშრომლობა.