ბათუმში ინტერპოლის მიერ ძებნილი სამი პირი დააკავეს

07 ივლ 2016

სამართალდამცველებმა ბათუმში თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი სამი მოქალაქე აიყვანეს.  ერთ-ერთ მათგანს  ბრალი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის, მეორეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მუქარაში, ხოლო მესამეს  თაღლითობაში ედება. ამ დროისთვის სამივე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.