მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების დღე

20 აპრ 2018

მუჰამედ  წინასწარმეტყველის დაბადების  დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ხულოში, წაიკითხეს ამონარიდები ყურანიდან და მუჰამედ შუამავლის  ბიოგრაფიაზე  ისაუბრეს.  

ამ დღისთვის  მუსლიმი ოჯახები განსაკუთრებულად ემზადებიან და ლოცვებს კითხულობენ. მუჰამედ წინასწარმეტყველის  დაბადებიდან 1 447 წელი გავიდა.