რეგიონულ კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს აირჩევენ

21 აპრ 2018

ხვალ,  ბათუმში  „ქართული ოცნების“ რეგიონული კონფერენციაა დაგეგმილი, რომელზეც  ბათუმის ორგანიზაციის  ახალი ხელმძღვანელი და განახლებული ბიუროს წევრები უნდა აირჩიონ.  გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებას”  ბათუმში ლაშა კომახიძე ჩაუდგება სათავეში.

  ბოლო 2 წლის განმავლობაში  კი საქალაქო ორგანიზაციას   ირაკლი ჭეიშვილი  ხელმძღვანელობდა. მას უფლებამოსილების ვადა  24 თებერვალს ამოეწურა.   მმართველი პარტიის შეკრებაზე პრემიერ-მინისტრს   ელოდებიან. შეხვედრას სხვა პარტიული ლიდერებიც  დაესწრებიან.