სომხეთის პრემიერ მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა

22 აპრ 2018

სომხური მედიასაშუალება ''newsam'' ინფორმაციით,  პრემიერ მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა. 

ერევანში უკვე 11 დღე გრძელდება საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრანტები ითხოვდნენ  პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის გადადგომას. სარგსიანი პრემიერის პოსტზე პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ დაინიშნა. მთავრობის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ეს ცვლილება სარგსიანს ფაქტობრივად უვადოდ ტოვებდა ქვეყნის ლიდერის პოსტზე.