გომელაურის პარლამენტში მისვლის თარიღი უცნობია

13 აპრ 2016

საპარლამენტო უმცირესობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშის მოსმენას, მიმდინარე კვირაში თავად ვახტანგ გომელაურისგან ითხოვს. საპარლამენტო უმრავლესობა თარიღს ვერ აკონკრეტებს. გომელაურთან კითხვების დასმის საშუალება დეპუტატებს კვორუმის არარსებობის გამო 2 კვირის წინ არ მიეცათ. ანგარიშს პარლამენტს გომელაური პირველად წარუდგენს.