შუახევში, სოფელ კობალთის ტყეში ხანძარია

25 აპრ 2018

შუახევში, სოფელ კობალთაში ტყე იწვის. ​ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზეა გავრცელებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია მიუვალია და მეხანძრეებს ტექნიკით ხანძრის კერებამდე მისვლა გაუჭირდებათ. 

შემთხვევის ადგილისკენ შუახევის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი და ხულოს ერთი ბრიგადა უკვე გავიდა. 

სოფელ კობალთაში, აღნიშნულ ტყეში ხანძარი სამი წლის წინაც გაჩნდა. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ფოტოები უშანგი ფუტკარაძემ მიაწოდა.