25 აპრ 2018
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება და “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გახდება. პრემიერი კვირიკაშვილი პოსტს ივანიშვილს უთმობს. ქართული ოცნების ოფისში შეთავაზება ყოფილმა პრემიერმა მოქმედისგან დღეს მიიღო.
უახლოეს დღეებში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, შემდეგ კი ყრილობა გაიმართება სადაც დელეგატები პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც.