შუახევში, სოფელ კობალთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

26 აპრ 2018

შუახევში, სოფელ კობალთის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ცეცხლის სრული ლიკვიდირებისთვის სამუშაოები გრძელდება. დღეს დილიდან  ცეცხლის კერებამდე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის გაყვანითი სამუშაოები დაიწყო. ადგილზე იმყოფებიან შუახევისა და ხულოს მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით ნახევარ ჰექტარზე გავრცელდა.