ცესკო - ''არც დარღვევები დაფიქსირებულა და არც საჩივარი დაწერილა''

27 აპრ 2018

ცესკოს ინფორმაციით სამოცივე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროისთვის საჩივრები შეტანილი არ არის. 12 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობა 24,33%-ია.

ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საკუთარი არჩევანი 11 708 ამომრჩეველმა დააფიქსირა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.

ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში;  20:00 საათამდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს იაქტიურონ და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა''.