ნიჩბოსნობის სექცია 30 წლიანი პაუზის შემდეგ

28 აპრ 2018

30  წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში   ნიჩბოსნობის  სექცია ამოქმედდება.განახლდა ტექნიკური ბაზა,  მოეწყო გასახდელები და ძველს  10 ახალი ნავი დაემატა . ვარჯიშები ცენტრალურ პარკის ტბაზე  კვირაში სამჯერ  ჩატარდება.  დაგეგმილია ნიჩბოსნობის სკოლის დაფუძნებაც. 

წლების წინ ხანძრის შედეგად სპორტული ინფრასტრუქტურა განადგურდა, რის გამოც ნიჩბოსნობის სექცია დაიხურა. ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ინიციატივით   ნიჩბოსნობის  სექცია  სრული დატვირთვით  მაისიდან იმუშავებს.