ბრალდებულები სასამართლო პროცესში დისტანციური მეთოდით ჩაერთვნენ

29 აპრ 2018

ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში დღეს ბრალდებულები პროცესში დისტანციური მეთოდით ჩაერთვნენ. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან და დაცვის მხარემ, მოსამართლეს ინტერნეტით-დისტანციურად ჩართვის  შუამდგომლობით წინა სხდომაზე მიმართა, რაც მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა დააკმაყოფილა. სასამართლო განხილვა 2016 წელს გონიოს პლაჟზე მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს.