პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში - შეფასებები

01 მაი 2018

დებატების დაწყებამდე დეპუტატებმა გიორგი მარგველაშვილის პრეზინდეტის რანგში ბოლო ანგარიში შეაფასეს. კრიტიკული ელემენტების მიუხედავად, პრეზიდენტის ბოლო ანგარიში კონსტრუქციულად აღიქვეს უმრავლესობის წევრებმა, თუმცა აღნიშნავენ, რომ იმედგაცრუებულები არიან, რადგან ანგარიშში უფრო მეტ სიღრმეს და ანალიზს ელოდნენ.

გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის საინტერესო აქცენტებზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიცია.