გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში

01 მაი 2018

23 წუთში ჩატეული 5 წლიანი საქმიანობა. გიორგი მარგველაშვილმა დღეს საპრეზიდენტო ვადის მიწურულს ბოლო ანგარიში წარადგინა. ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსი, გამოწვევები და პრობლემები, დასაქმება და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა - გიორგი მარგველაშვილის ბოლო ანგარიშში მოხვდა.

ისაუბრა მედია გარემოზე, სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმაზე.  დოკუმენტში მოხვდა გახმაურებული და დღემდე გამოუძიებელი საქმეები.