ხანძარი ბათუმში - ცეცხლი გამწოვს გაუჩნდა 

03 მაი 2018

ბათუმში, მაქაცარიას ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა.

მეზობლებმა ბინაში კვამლი შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა გამოიძახეს.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამზარეულოში გამწოვს გაუჩნდა.

მოქალაქეებმა, სახანძრო ბრიგადის ადგილზე მისვლამდე, ცეცხლის ჩაქრობა საკუთარი ძალებით მოახერხეს.

შემთხვევის დროს ბინაში ერთი ახალგაზრდა იმყოფებოდა. ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.