ერთ კვირაში ქურდობის ბრალდებით დაკავებული 12 პირი

04 მაი 2018

ბოლო 1 კვირაში ქურდობის ბრალდებით 12 პირია დააკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 14 ფაქტზე ისინი  აჭარაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთსა და გურიაში დააკავა.

უწყების ინფორმაციით, ასევე აღკვეთილია ქურდობის ორი ფაქტი. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. რაც შეეხება  ბათუმში დაკავებულებს ისინი შსს-ს ინფორმაციით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდნენ.