პოლიციის ატაშეების და საელჩოების წევრების ვიზიტი

04 მაი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახლადგახსნილ ცენტრს უცხო ქვეყნების პოლიციის ატაშეები და საელჩოების წარმომადგენლები ეწვივნენ და  ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. 

ცენტრში მოქალაქეთა მომსახურება „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიმდინარეობს: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება და სხვა, სულ, 50-მდე საპოლიციო სერვისი.