ტენდერი ატრაქციონების რეაბილიტაციისთვის

04 მაი 2018

ხულოში, საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 20 მაისიდან დაიწყება.

ატრაქციონების მოწყობა დაბა ხულოს ერთ-ერთ სკვერში იგეგმება, სადაც ასევე  ვეტერანთა და ხანდაზმულთა კლუბი აშენდება.