ქობულეთის სანაპირო ზონებად დაიყოფა

05 მაი 2018

ქობულეთში სეზონურად შეზლონგების განთავსებისთვის პლაჟი 5 ზონად დაიყო.  აუქციონში მონაწილეობა მსურველებს 30 მაისს შეეძლება. საწყისი საიჯარო ფასი მდებარეობის მიხედვით განისაზღვრა და 240-დან 540 ლარამდე მერყეობს.

ამ მხრივ  ყველაზე მოთხოვნადი ფიჭვნარის სანაპირო ზოლია. რაც შეეხება ტურისტული ობიექტების განთავსებას მეწარმეებმა განცხადებით მერიას უნდა მიმართონ. თვითმმართველობა საკითხს  კომისიური წესით განიხილავს.