''ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, სკოლებში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა'' - გიორგი კვირიკაშვილი

06 მაი 2018

სკოლაში და ზოგადად, განათლების სისტემაში ძალადობისგან თავისუფალი, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა-ეს  სახელმწიფოს განათლების სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ მხრივ კანონმდებლობის აღსრულებასთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობაც.

დოკუმენტი რომელიც განათლების სისტემის რეფორმას ეხება მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ნაწილია. ზოგადი განათლების მიმართულებით  დაგეგმილი სიახლეები რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.