ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის ორი პირი დააკავეს

07 მაი 2018

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი ორი პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, რომლის მიხედვით, დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზებას ინტერნეტის გამოყენებით ახდენდნენ.