აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა

07 მაი 2018

შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კვირის ბოლომდე მოსალოდნელია წვიმა.

აღმოსავლეთ საქართველოში 9 მაისს, დროგამოშვებით ძალიან ძლიერ ნალექს პროგნოზირებენ.

ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე სხვადსხვა რეგიონში შესაძლებელია სტიქიური პროცესები განვითარდეს.

აჭარაში მომდევნო დღეების განმავლობაში არასტაბილური და პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.