უხუცესს  მრავალშვილიან გუნეშ ხიმშიაშვილს 1000 ლარი გადაეცა

09 მაი 2018

შუახევში სოფელ ნიგაზეულში მცხოვრებ მრავალშვლიან დედას გუნეშ ხიმშიაშვილს 100 წელი  შეუსრულდა. „ერთი დღე შუახევის მერად„ პროექტის ფარგლებში თვითმმამრთველობის წარმომადგენლებმა უხუცესს იუბილე მიულოცეს. 100 წლის მოხუცს 9 შვილი, 15 შვილიშვილი და 18 შვილთაშვილი ჰყავს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში გუნეშ ხიმშიაშვილს 1000 ლარი გადაეცა.