ბათუმი ''ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის'' მე-11 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს

09 მაი 2018

 ხვალ ბათუმი ''ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის'' მე-11 საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიებაში 8 ქვეყნის 80 ტურისტული კომპანია მონაწილეობს. “ექსპო ბათუმი თრეველ 2018-ის” ოფიციალურ გახსნაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  გამოფენა სამი დღე გაგრძელდება.