პრემიერი: ''სახელმწიფო იქნება შეუვალი ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში''

09 მაი 2018

“სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში” - საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბოლო დროს, ნარკოტიკებთან დაკავშირებით მომხდარი უბედური შემთხვევები ახალ ნარკოკანონმდებლობასთან არანაირ კავშირში არ არის.

ასევე პრემიერმა მტავრობის სხდომაზე ახალი ინიციატივა გაახმოვანა - ომის ვეტერანებს პენსია გაუორმაგდებათ.