დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

10 მაი 2018

დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, სხვისი ქონების მისაკუთრების მიზნით, ნდობაში შევიდა ერთ-ერთ მოქალაქესთან და  დაარწმუნა იგი, თითქოსდა ის ინტერპოლის მაღალჩინოსანი იყო.  

ბრალდებულმა მოქალაქეს  5 ათასი დოლარი გამოართვა და  დაპირდა, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირების მეშვეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის შესყიდვაში დაეხმარებოდა.