ხმაურიანი დაკავებები ღამის კლუბებში

11 მაი 2018

კლუბებში სპეცოპერაცია ღამით 12 საათის შემდეგ დაიწყო. ოფიციალური ცნობებით ნარკორეალიზატორების დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კლუბებში კი ოპერაცია სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა.

სპეცრაზმის საცეკვაო მოედანზე გამოჩენას კლუბში მყოფთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა.