“თეთრი ხმაურის “ სამოქმედო გეგმა

12 მაი 2018

ამ წუთებში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა “თეთრი ხმაურის” მიერ დაანონსებული აქცია იწყება.

აქციის მონაწილეები კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ელოდებიან. 1 საათის წინ კი ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გამართა.