„ექსპო ბათუმი 2018 „ დასრულდა

12 მაი 2018

ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა დასრულდა. დასკვნით ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინეს და მათ სიგელები გადასცეს. ''ექსპო ბათუმი თრეველ 2018'' სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამოფენაში 7 ქვეყნის 80-მდე ტურისტული კომპანია მონაწილეობდა. დამთვალიერებლებს ისინი ტურისტულ სერვისებს, პროდუქციასა და აღჭურვილობას სთავაზობდნენ. საერთაშორისო საგამოფენო კომპანია ''ჯეონეტექსპოს'' ორგანიზებით გამოფენა წელს მეთერთმეტედ ჩატარდა.