საქართველოს საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

12 მაი 2018

საქართველოს საპატრიარქოში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. სავარაუდოდ, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურებიან.

დაახლოებით ერთი საათის წინ კი, საპატრიარქომ წერილობითი განცხადება გაავრცელა. 

''სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მივმართავთ ყველას, ვინც თავს თვლის საქართველოს ეკლესიის შვილად, თავი შეიკავონ დაპირისპირებისაგან, რომ არ გახდნენ მიზეზნი სერიოზული პროვოკაციისა", - ნათქვამი იყო განცხადებაში.