სარფში მოქალაქეს ოქრო მალულად გადმოჰქონდა

13 მაი 2018

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 5 ათას 689 ლარის ღირებულების საქონელი, მოქალაქის ფიზიკური დათვალიერებისას იპოვეს. 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევს  სანქციის სახით,  5 ათას 689 ლარის გადახდა მოუწევს.