13 მაი 2018
მოქალაქე მერაბ ბლადაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას და ცემას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებულია შესაბამისი ექსპერტიზები, სავარაუდო დამნაშავეც დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მერაბ ბლადაძის ინფორმაციით, მას უცნობი პირები სახლთან დაესხნენ თავს. იგი ფაქტს მის საქმიანობას უკავშირებს.