შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლამდე მის საქმიანობას კრიტიკა მოჰყვა

15 მაი 2018

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს პარასკევს ელოდებიან. რეგლამენტის ნორმა, რომლითაც გიორგი გახარიამ პარლამენტს მიმართა, მასთან პოლიტიკური დებატების გამართვას ითვალისწინებს.

საკითხები, რაზეც მინისტრმა მოსმენა ითხოვა, არის: 2018 წელს სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები, უწყების რეფორმები და 12 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.