ამბულატორიები ელექტროენერგიის და წყლის გარეშე

17 მაი 2018

მუნიციპალიტეტების ბალანსზე გასულ წელს გადასული ამბულატორიების რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება – აცხადებენ შუახევის მერიაში, სადაც ასეთი სულ 12 სამედიცინო დაწესებულება ფუნქციონირებს და ნაწილში ინფრასტრუქტურული პრობლემებია.

ამბულატორიებში, რომლებიც ათასზე მეტი მოქალაქის მომსახურებაზეა გათვლილი, წყლის და ელექტროენერგიის პრობლემები აქვთ.