გიორგი გახარიას ანგარიშის პოლიტიკური შეფასება პარლამენტში

17 მაი 2018

გიორგი გახარიას პირველი ანგარიში პარლამენტში, პირველი ვრცელი გამოსვლა და პოლიტიკური დებატები საკანონმდებლო ორგანოში - ეს მას შემდეგ, რაც დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 12 მაისის ღამეს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და კითხვებიც დასვეს. დეპუტატებს გიორგი გახარიამ უკვე უპასუხა.