„მოდი ღამე მუზეუმში“

18 მაი 2018

„მოდი ღამე მუზეუმში“ – ქალაქში არსებულ მუზეუმებში დღეს  დამთვალიერებელს ღამის საათებში ელოდებიან. ღონისძიების ფარგლებში მუზეუმებში გამოფენა გაიხსნება, რომელიც ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.

ვიზიტორებს  შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაათვალიერონ მეოცე საუკუნის ქართველ მხატვართა , ძველი ოსტატების, სკულპტურულ-კერამიკული ინსტალაციის და  მეცხრამეტე საუკუნის კოსტუმირებული გამოფენები. აქცია  მუზეუმის   საერთაშორისო  დღის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით იმართება.