როდის გაიხსნება დალუქული ღამის კლუბები?

18 მაი 2018

ამ დრომდე დახურულია ღამის კლუბები, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ობიექტები ყველა საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ გაიხსნება. 

თუმცა გიორგი გახარია კონკრეტულ თარიღს  არ ასახელებს. მინისტრის განცხადებით, უწყებას ჰქონდა კლუბების ჩხრეკაზე განჩინება. მინისტრმა კომენტარი ასევე ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე გააკეთა.