რამდენიმე საათი ენიო მორიკონეს კონცერტამდე

18 მაი 2018

“ბლექ სი არენა” მაყურებლისთვის უკვე ღიაა. იტალიელი კომპოზიტორი და დირიჟორი კი მათ წინაშე დაახლოებით 2 საათში წარსდგება.

ენიო მორიკონე რომის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს. კომპოზიტორს, მისი ცნობილი კინომუსიკის შესასრულებლად, თბილისის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის 70–კაციანი გუნდი შეუერთდება.