საგზაო უსაფრთხოების კვირეული დასრულდა

10 ივლ 2016

ბათუმში საგზაო უსაფრთხოების კვირეული დასრულდა. დასკვნით ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო. დავით ვარდიაშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სპეციალურად მომზადებულ სტენდზე - „ჩვენ ვიცავთ საგზაო მოძრაობის წესებს“, მოზარდებთან ერთად, ხელმოწერა დატოვა. კვირეულის დახურვის დღეს „ანბანის კოშკთან“ ახალგაზრდებმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული დახატეს. შსს-ს მომსახურების სააგენტომ ბათუმში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული 2 ივლისს დაიწყო.