საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

22 მაი 2018

700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის  ვიდეო - აუდიო  და  ფოტო მასალა, მოწმეთა ჩვენებები, სეისმოლოგიური სადგურის მონაცემები  და 12 გვისტოს გორში აფეთქებული  ,,ისკანდერის” ფრაგმენტები - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა.

17 მოსამართლისგან შემდგარ დიდ პალატას თავდაპირველად საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა ბენ ემერსონმა, შემდეგ მოპასუხეებმა - რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ და ადვოკატმა მიმართეს. ბენ ემერსონი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამოსვლითა და სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ იქნება.