ქობულეთი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება

24 მაი 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სამზადისი მიმდინარეობს ქობულეთში. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკვე განთავსდა სცენა,   ქუჩა მორთულია დროშებითა და  ფერადი ლენტებით.

ხვალ, ღონისძიებები 12 საათიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან დაიწყება და დღის განმავლობაში გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები, ფლეშმობი და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტები გაიმართება.