24 მაი 2018
ტოკიოში, მიმდინარე ნაცუ ბაშოზე ქართველი სუმოისტი პირველად დამარცხდა. XIII სატურნირო დღეს, ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა შეხვედრა იაპონელ შოდაისთან დათმო. მარცხის მიუხედავად გორგაძე ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს და კვლავ ბაშოს მოგების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად რჩება.
ტოჩინოშინის ხვალინდელი მეტოქე, სწორედ მისი მდევარი იოკოძუნა კაკურიო იქნება, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ბალანსი ლევანის მსგავსად 12:1-ზე აქვს.