საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - სამზადისი თბილისში

24 მაი 2018

ზუსტად ასი წლის წინ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის გამოცხადება ნოე ჟორდანიამ ამცნო. 27 წლის წინ კი სწორედ ამ აქტის საფუძველზე დაისვა კითხვა: გსურთ თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა? მაშინ რეფერენდუმში მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეთა რიგებში აღმოჩნდა.

ისტორიის გაცოცხლებას შეეცდებიან ხვალ თბილისში, 100 წლის წინ განვითარებული მოვლენების ინსცენირება იგეგმება დედაქალაქში, თუმცა არამარტო ეს ღონისძიება.