მოზარდების მკვლელობის საქმე

26 მაი 2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტი უკვე დაიკითხა. იგი საქმეში ახალი იარაღის არსებობაზე საუბრობს. პროკურორების თქმით მაკრატელი სამედიცინო დახმარებისთვის მისულ ექიმებს დარჩათ.

როგორც მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, ექსპერტმა მეცნიერულ დონეზე ახსნა და დაამტკიცა, რომ მომაკვდინებელი ჭრილობა საერთოდ არ არის მიყენებული იმ დანებით, რომელიც საგამოძიებო ორგანოს აქვს წარმოდგენილი. ერთ-ერთი გარდაცვლილის მამის ზაზა სარალიძის თქმით, გამოძიებაში არაერთი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხი უნდა დაეცეს, ის სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაძლო დამნაშავეების მხრიდან მფარველობაზე საუბრობს