ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის გზავნილი

26 მაი 2018

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა მიულოცა. ტომას ჰენდრიკ ილვესი თავის წერილში  აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობას ერთხელ მოიპოვებს, მისი წართმევა წარმოუდგენელია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და ესტონეთმაც წინაპრების მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა დაიცვან.